კელი დეგნანი-კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის არჩევანია
საქართველოში ამერიკის შეერთებული
შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებები
საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, რომელთაც მეტად პროპორციული
საარჩევნო სისტემის დანერგვა სურთ.
"კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის არჩევანია,
რომლებიც მიდიან უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართულებით.
ვფიქრობ, პროპორციული სისტემა საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი ხმა
იქნას გაგონილი წარმომადგენლობით ორგანოში და მეტი პლურალიზმი იყოს.
ვფიქრობ, ეს ძალიან პოზიტიურია. ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო
ცვლილებები, რომლებიც არის 8 მარტის ორნაწილიანი შეთანხმების ერთი
ნაწილია, დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ. ეს არის საქართველოს
საუკეთესო ინტერესში, რომ წავიდეს უფრო მეტად პროპორცული საარჩევნო
სისტემის მიმართულებით.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, მონაწილე მხარეებს ესმით, რომ
მათ უნდა იმოქმედონ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და
დარწმუნებული ვარ ისინი ასეც მოიქცევიან,"- განაცხადა კელი
დეგნანმა.