ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდა
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელებას.
საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე 97 ხმით
( 10 წინააღმდეგ) მხარი დაუჭირა.
ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს
ითვალისწინებს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის
წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. "ნაციონალური მოძრაობის" და
"ევროპული საქართველოს" წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების
მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული
საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს
გამოცხადდა და თავდაპირველად მისი მოქმედების ვადა 21 აპრილის ჩათვლით
იყო განსაზღვრული.