რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 31 წელი შესრულდა
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის
გამზირზე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 31 წელი შესრულდა
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები
ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების
გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით
დაშავდა.
2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს
დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30
წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.