ახალი ამბები
"ენზელ მკოიანის დაკავების და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს" - ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი დღეს გამართულ ბრიფინგზე, ენზელ მკოიანთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა თავდაცვის მიზნით გაისროლა. კობახიძე განმარტავს, რომ დეტალებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ამ ეტაპზე მათი თანაგუნდელის დაკავების ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს.

„ნამდვილად არსებობს ის კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის მისამართით და ამაზე პასუხობს მკოიანიც, თავდაცვის მიზნით. ეს არის ის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეო კადრებიდან, დანარჩენი არის გამოძიების საქმე. პირდაპირ და ნათლად ჩანს ამ ვიდეო კადრებში ის, რომ კონფლიქტის ინიცატორი არის პეტროსიანი, მკოიანმა ისროლა თავდაცვის მიზნით., ამიტომ მისი დაკავების ან უფლებამოსილების შეწყვეტის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მედიის კითხვაზე - არის თუ არა ეს შერჩევითი სამართალი, კობახიძემ უპასუხა:

„მე რომ თქვენ გესროლოთ და თქვენ მიპასუხოთ სროლით, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ. ეს არის არაშერჩევითი სამართალი“.

კობახიძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე სასამართლო მიიღებს.

შეგახსენებთ, ახალქალაქში სროლა 26 მარტს მოხდა. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით აღიძრა. ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა.
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ორ პირს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს სამველ პეტროსიანს და ენზელ მკოიანის 19 წლის ძმიშვილს არმენ მკოიანს შეეფარდა.

მოგვიანებით, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სროლის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი პერიოდულად საწვავის ხარისხის მონიტორინგს
ახორციელებს.
12:22 / 14.11.2024
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პერიოდულად საწვავის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს.
გვარამიას რადიკალური გეგმები არ
გაიშვას არსად - რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება
ისე,
14:31 / 11.11.2024
გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად - რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე,
საქართველოს მოქალაქეებმა მიმდინარე
წლის მესამე კვარტალში უცხოეთში მოგზაურობისას 675.9 მილიონი ლარი
დახარჯეს. საქსტატის მონაცემებით, საშუალოდ ერთი ვიზიტი 1 120 ლარი
ჯდებოდა.
12:34 / 11.11.2024
საქართველოს მოქალაქეებმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უცხოეთში მოგზაურობისას 675.9 მილიონი ლარი დახარჯეს. საქსტატის მონაცემებით, საშუალოდ ერთი ვიზიტი 1 120 ლარი ჯდებოდა.
კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები
აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება
10:20 / 11.11.2024
კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
საჩივრების განხილვა გრძელდება.
11:39 / 10.11.2024
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.