თბილისის ინფექციური საავადმყოფოს
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების
უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ
პაციენტთა შორის 1 თვის ბავშვიცაა. მისი ინფორმაციით, ბავშვის
მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.