კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში,
კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ
ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge
ავრცელებს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების
რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 41 მოქალაქე.
ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი
გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.
სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა
დადასტურებული.