კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა შორის 1 თვის ბავშვია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების
უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ
პაციენტთა შორის 1 თვის ბავშვიცაა. მისი ინფორმაციით, ბავშვის
მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა.
ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 469 ადამიანი ისევ
თბილისიდანაა.
სამცხე-ჯავახეთში-7 შემთხვევა დაფიქსირდა