კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 1194
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
19857 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
stopcov-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში
მკურნალობს 1420 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.