დღეს 18 აგვისტოს, 15:00 საათზე
საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და დაწყებითი საფეხურის
გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება. შედეგების ნახვა შესაძლებელია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და
online.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების
გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც
შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი)
საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე
93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან
იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მასწავლებლობის მსურველთა
გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე
დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების
მიღება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას
შესაძლებლობა ექნება 3 დღის განმავლობაში მიმართოს შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,
ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ
გაბუნია მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და თუკი, ბავშვს რაიმე
სახის სიმპტომი გამოუვლინდება, სკოლაში არ გაუშვან.
სასწავლო პროცესი 15 სექტმბერს
დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ
განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის
განცხადებით, ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან
ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს
სწავლა საქართველოში.
დავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ
სწავლის დაწყებისას შესაბამისი სტანდარტები შემუშავდება.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წელი 15
სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება. მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში
განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.