ბაგა-ბაღები 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება - გიორგი გახარია
სკოლები 15 სექტემბრიდან,
ბაგა-ბაღები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება. ამის
შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
ავრცელებს.
ამასთან, როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, 15 სექტემბრიდან
განაახლებენ მუშაობას თეატრებიც.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, 2 სექტემბრიდან
დაგეგმილია დაბა მესტიის და ლენჯერის გახსნა.
"კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და
ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ელი ოქტომბრიდან,
სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2
სექტემბრიდან", - წერს გახარია.
გააზიარეთ :