სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
სასწავლო პროცესი 15 სექტმბერს
დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ
განაცხადა.
მისი თქმით, მოსწავლეები 15 სექტემბერს შეძლებენ საკლასო ოთხებს
დაუბრუნდნენ.
"იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი,
განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის
სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა
რეკომენდაციები სკოლებისთვის", - განაცხადა დგებუაძემ.