"წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ აბიტურიენტს" - ბესიკ ამირანაშვილი
სახელმწიფო რწმუნებული
სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი აბიტურიენტებს ერთიან
ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.
"დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებებს
ვუსურვებ თითოეულ აბიტურიენტს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს,
პედაგოგებსა და ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ ახალგაზრდების
განათლებაში.
მჯერა, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები ცხოვრების ყველა ეტაპს, მათ შორის,
ეროვნული გამოცდების პერიოდს, ღირსეულად გაივლიან და შეძლებენ
საკუთარი თავის რეალიზებასა და დასახული მიზნების მიღწევას.
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს
ეტაპზე, სასურველი შედეგების მიღებასა და წინსვლას!" -
განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
დღეს, საქართველოში, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული
ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 24
საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
(R)