საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის
მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება.
დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და
გასაუბრებას მოიცავს.
სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4
დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი შემდეგ ბმულზე: https://directors.mes.gov.ge
აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა
მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს,
რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.
2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის
ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ
საჭიროებენ.
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 24
ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge
26 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს ექნებათ საშუალება,
ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ
თემებზე:
სკოლის დირექტორის სტანდარტი;
განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები;
სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება;
სასკოლო კურიკულუმის შემუშავება;
სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი;
სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;
ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;
მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა;
10. საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია;
11. მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის
ღონისძიებები;
12. სასკოლო კულტურის ფორმირება.
სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ,
კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე –
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
.
გააზიარეთ :