სკოლაში პირველკლასელთა შეყვანის წესი იცვლება
სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი
კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით,
მომავალი სასწავლო წლიდან 1-ლ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ,
რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
შეუსრულდებათ.
,,ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების
ასაკია 6 წელი, რომელიც პირს სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით
უსრულდება. ამასთანავე პირს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების
თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება, უფლება აქვს
მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე" - აღნიშნულია
ბრძანებაში.