ახალი ამბები
ბორჯომში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა
ბორჯომში, ახალი უბნის დასახლებაში,
წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის მეორე სართულს ცეცხლი გაუჩნდა,
რის შედეგადაც დაიწვა ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.
"ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე
სართული და სახურავი. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა"
- გვპასუხობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლით
დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გააზიარეთ :