რატომ ინტერესდებიან უცხოელი სტუდენტები საქართველოში განათლების მიღებით?
Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი სტუდენტების დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, რომელთა უმრავლესობა კერძო უნივერსიტეტებში ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლობს. ამასთან, უცხოელი სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% იორდანიიდან, ხოლო 5.5% ისრაელიდან.

როგორც გადაცემა "საქმიან დილის" რუბრიკაში „ინვესტრიციების დროა“, განათლების სექტორის ექსპერტმა ნათია ზედგინიძემ განაცხადა, უცხოელების მომართვიანობა მეტწილად სამედიცინო პროგრამებზე რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.

„ჩვენი ხარისხის სტანდარტები ევროპულია, ვინაიდან ევროპის ხარისხის, აკრედიტაციის სტრანდარტების ქოლგის ქვეშ ვართ, ამიტომ ჩვენთან მიღებული განათლება არის დადასტურებული. ამასთან, ჩვენთან, გარდა იმისა, რომ სწავლა ხელმისაწვდომია და სავიზო რეჟიმებიც გამარტივებულია, საცხოვრებელი ხარჯებიც უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ამიტომაც ვართ მიმზიდველი უცხოელებისთვის“, - განმარტა ნათია ზედგინიძემ.

განათლების სექტორის ექსპერტმა იმაზეც ისაუბრა, თუ რამდენად საინტერესო და მომგებიანია საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორი ინვესტიციებისთვის. როგორც ის ამბობს, უმაღლესი განათლების სექტორის წმინდა მოგების მარჟა 24%-მდეა, ასევე მაღალია მისი ლიკვიდობის მაჩვენებელი.

„უმაღლესი განათლება ჩვენი საზოგადოების სოციალური ნორმაა, ყველას გვინდა და ყველას გვაქვს. ხელმისაწვდომობაც არის, ვინაიდან 3,5 მილიონიან ქვეყანაში 62 უნივერსიტეტი გვაქვს. ზოგადად, ინვესტორით თვალით რომ შევხედოთ განათლების სექტორს, სამი სიტყვით დავახასიათებდი: მზარდი, დინამიკურად განვითარებადი და ეფექტური და ეფექტიანი. წმინდა მოგების მარჟა 24%-მდეა, ასევე მაღალია მისი ლიკვიდობის მაჩვენებელი, მაგალითად, სტუდენტი ვერ დაიწყებს სწავლას, თუ საფასური არ გადაიხადა. რაც შეეხება ოპერაციულ ხარჯებს, მისი 65-70% ხელფასებზე მოდის, ვინაიდან აქ საწარმოო ბიზნესთან შედარებით დანახარჯები ტექნიკაზე დიდწილად არაა. თუმცა, მაინც საჭიროა ლაბორატორიები და გარკვეული ტიპის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოში 2023-2024 წლის სასწავლო წლის დასაწყისისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში 31 ათასი სტუდენტი სწავლობდა, საიდანაც 23 000 კერძო სექტორში, 8 000 კი საჯარო სექტორში სწავლობს.


წყარო: bm.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
უმაღლესი განათლების ექსპერტები
განცხადებას ავრცელებენ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის
მართვის სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ.
15:38 / 06.12.2024
უმაღლესი განათლების ექსპერტები განცხადებას ავრცელებენ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ.
სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი
კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით,
მომავალი სასწავლო წლიდან 1-ლ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ,
რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
შეუსრულდებათ.
15:44 / 23.11.2024
სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, მომავალი სასწავლო წლიდან 1-ლ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის
ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
14:39 / 16.10.2024
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა
დატოვა.
11:00 / 28.09.2024
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო
სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო
ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
12:16 / 17.09.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.