ბაღები სასწავლო პროცესს სავარაუდოდ 21 თებერვლიდან დაუბრუნდებიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
სააღმზრდელო დაწესებულებები სწავლას სავარაუდოდ 21 თებერვლიდან
განაახლებენ.
ამის შესახებ ბორჯომის ბაღების
გაერთიანების დირექტორმა ნინო ბენდელიანმა ტელეკომპანია ,,ბორჯომთან"
საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით ელოდებიან კოვიდსტატისტიკის შემცირებას.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
სასწავლო პროცესი 31 იანვრიდან შეჩერდა. აღსაზრდელების ბაღებში
დაბრუნება სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ იგეგმებოდა.
მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღის 900-მდე აღსაზრდელიდან ბაღში 20%
დადიოდა.