პროფესიული განვითარების ტრენინგი აღმზრდელ-პედაგოგებისთვის
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების
ორგანიზებით, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგი
მიმდინარეობს.
გადამზადებას, ბორჯომის საბავშვო ბაღების 25 აღმზრდელი გადის.
ტრენინგ-მოდული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
შემუშავდა. სასწავლო კურსს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი ხათუნა დოლიძე უძღვება.
ტრენინგი, 18 ივნისს დაიწყო და დღეს ტესტირებით დასრულდება.
წარმატებულ მონაწილეებს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ და
სერთიფიკატები გადაეცემათ.
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების კურსი ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.
(R)