ახალი ამბები
რა გაძვირდა სამომხმარებლო კალათიდან
2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.9 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით 4.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის3 მაჩვენებელი 3.4 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი მატება.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.76 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელების და ნატურალური წვენების ქვეჯგუფზე (-1.2 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (3.5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (0.6 პროცენტი);

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (28.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 პროცენტი), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 პროცენტი).
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8
მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
15:48 / 25.11.2024
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
08:09 / 25.11.2024
მომიტინგეების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.