ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
17 დეკემბერს ქართული ეროვნული
ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
დოლარის ცვლილებამ 0.43 თეთრი
შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8117 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან
მიმართებით 0.68 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს
ოფიციალური ღირებულება 2.9483 ლარი გახდა.
0.69 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი
3.5686 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 8.04 თეთრი შეადგინა.