2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა - საქსტატი
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021
წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ
საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9
პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,
აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე
წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.0 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა
იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო
სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის
ინფლაციაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია
შემდეგ ქვეჯგუფებზე:
თევზეული (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0
პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.9 პროცენტი), ბოსტნეული და
ბაღჩეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.7 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9
პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით.
ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (1.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი
კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები
შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.7
პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6
პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.01 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (24.5
პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (20.7 პროცენტი), პური და
პურპროდუქტები (20.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.8
პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.3
პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და
ნატურალური წვენები (13.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (10.5
პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და
კაკაო (6.1 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც 2.24
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები,
ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (24.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების
43.5 პროცენტიანი მატება, რაც 3.64 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ
ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან
დაკავშირებული სხვა მომსახურება (64.7 პროცენტი), ელექტროენერგია,
აირი და სათბობის სხვა სახეები (64.4 პროცენტი), საცხოვრებლის
მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი). ამასთან, ფასები
შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).