ვის უნდა მივმართოთ თუ პირი თვითიზოლაციის წესებს არღვევს
შსს-ს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები
ახდენენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ორივე უწყება 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და
მოქალაქე, რომელიც შენიშნავს, რომ პირი არღვევს თვითიზოლაციის წესებს,
შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომრებზე:
შინაგან საქმეთა სამინისტრო: 112
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი: 116 001
ამ დროისათვის, შსს-ს მონაცემებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის
გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.
საქართველოს პარლამენტი, დამრღვევი პირის მიმართ სასჯელის
გამკაცრებაზე ფიქრობს.