25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ჭობისხევის სკოლის
მოსწავლეები, სხვადასხვა ქალაქის სკოლის მოსწავლეებთან ერთად შინდისის
გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი
მიაგეს.
მოსწავლებმა გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები.
მემორიალზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შესრულდა ქართული
ცეკვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის N169, გორის N3, ქარელის N2,
ბორჯომის სოფელ ჭობისხევის და ლეღვანის საჯარო სკოლების ეკოკლუბების
წევრები და პედაგოგები.