გასული წლიდან დღემდე, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მიზეზით
ბორჯომის სამედიცინო ცენტრს 50-მდე პაციენტმა მიმართა.
გაზის გაჟონვა ზამთარში, ძირითადად გამათბობლების და წყლის
გამაცხელებლების საშუალებით ხდება. სოკარ-ჯორჯია გაზის ბორჯომის
სერვის ცენტრის მენეჯერი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და
გაზზე მომუშავე დანადგარების მოხმარების დროს რჩევებს აძლევს. მამუკა
ბარბაქაძის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, მათი სამსახურის მიერ
ყოველწლიურად ხდება დამონტაჟებული დანადგარების ადგილზე გაკონტროლება.
ბორჯომის სერვის ცენტრს შემოწმების მიზნით უკავშირდებიან აბონენტებიც.
შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15300-მდე აბონენტია
რეგისტრირებული.
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.