ახალი ამბები
"პრობაციის სააგენტოდან სოციალურ მუშაკებს პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ" - გაერთიანება
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ. გაერთიანება ვარაუდობს, რომ მიზეზი ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება იყოს.

გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კვალიფიციურ სოციალურ მუშაკებს ათავისუფლებენ იმ ფონზე, როცა როგორც ამ უწყებაში, ისე ზოგადად, ქვეყანაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა.


“ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ დრომდე დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსების მხრიდან ეს თემები არ განხილულა, სოციალურ მუშაკებს ჩვეულ რეჟიმში ეწერებოდათ საქმეები და აგრძელებდნენ მუშაობას.

ამასთან ერთად ქვეყანაში არსებობს კვალიფიციური სოციალური მუშაკების კრიტიკული დეფიციტი, რის გამოც ხშირად დასაქმებულებს უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება პირადი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარჯზე. ამ ფაქტს თავად სოციალური მუშაკების დამსაქმებლებიც ხშირად აღნიშნავენ. შესაბამისად არ არსებობდა კადრების შემცირების რაიმე საჭიროება, არამედ – პირიქით”,
– ვკითხულობთ გაერთიანების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორისაა ქუთაისის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ერთადერთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

“ამ სპეციალისტების მუშაობის გარეშე ცენტრის ფუნქციონირება შეუძლებელია”, – ამბობენ გაერთიანებაში.


“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სოციალური მუშაკები დღის განმავლობაში აპირებენ შეხვდნენ ხელმძღვანელობას და მათგან განმარტებები მოისმინონ. თუმცა, დაგეგმილი შეხვედრის დრო მათგან დამოუკიდებლად გადაწიეს პრობაციის სააგენტომ. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა ისინი პასუხების მიღებას ხელმძღვანელობისგან.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრობაციის სააგენტოს, სადაც ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას დღის განმავლობაში დაგვპირდნენ. უწყებისგან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.



წყარო: ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
28 დეკემბერს, პროევროპული
საპროტესტო აქციიდან დაწყებიდან 1 თვის თავზე, თბილისსა და
საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ერთსაათიან საპროტესტო ჯაჭვში
ჩაებმებიან.
16:06 / 26.12.2024
28 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციიდან დაწყებიდან 1 თვის თავზე, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ერთსაათიან საპროტესტო ჯაჭვში ჩაებმებიან.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას
ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ემიჯნება
14:22 / 26.12.2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ემიჯნება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე გმობს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, მიხელ ბუცხრიკიძის განცხადებით, მისი პროტესტი ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას
ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს
ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს.
10:28 / 26.12.2024
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს.
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
პროტესტის 27-ე დღე - პროევროპული
აქცია/მარში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. აქციები დაგეგმილია
დედაქალაქში, რეგიონებსა და საზღვარგარეთ. აქციის მონაწილეები უკვე
მეოთხე კვირაა ხელახალ არჩევნებსა და აქციებზე უდანაშაულოდ
დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
07:52 / 24.12.2024
პროტესტის 27-ე დღე - პროევროპული აქცია/მარში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. აქციები დაგეგმილია დედაქალაქში, რეგიონებსა და საზღვარგარეთ. აქციის მონაწილეები უკვე მეოთხე კვირაა ხელახალ არჩევნებსა და აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.