ძლიერი თოვა და ქარბუქი - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში
ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის
მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო
გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების,
ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).