ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე - არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს - შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადება კომიკურთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, დღეს 21:00 საათამდე აქვს მოსაფიქრებელი დრო, ვნახოთ, ვინ გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის „ვიღაც ჭკვიანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის სახით.

„რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე. ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი.

რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. თქვენ იცით, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა, სასამართლოში ყველა საჩივარი განხილული იქნა. საკონსტიტუციოს სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან და „ენჯეოებთან“ ერთად. საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა ამოეწურება. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნების კონსტიტუციის თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას მთავრობის შემადგენლობას არ უცხადებს. როგორც მოგეხსენებათ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება, განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური. თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, ეს არ გაეკეთებინა. მან საბოლოო ჯამში ერთი დღე ითხოვა, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისთვის, ვნახოთ ვინ გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი“, - განაცხადა კობახიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.