„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია
„ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის
არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცი წევრი წარადგინა.
სიის პირველი ოცეული პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა, იქამდე
კი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქები
განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს
დამოუკიდებლობა და სუვერენულობა სწორედ მისი დამსახურებაა.
ორი ყოფილი და ერთი მოქმედი პრემიერი, ორი ოლიმპიური ჩემპიონი (ლაშა
ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი), შვიდი ახალი სახე, ხუთი ქალი -
მმართველი პარტიის სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება. „ქართული
ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში საარჩევნო სიაში
პირველადაა ამ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
1 - ბიძინა ივანიშვილი
2 - ირაკლი კობახიძე
3 - ირაკლი ღარიბაშვილი
4 - შალვა პაპუაშვილი
5 - მამუკა მდინარაძე
6 - თეა წულუკიანი
7 - ლაშა ტალახაძე
8 - ვახტანგ თურნავა
9 - მაკა ბოჭორიშვილი
10 - გენო პეტრიაშვილი
11 - სოზარ სუბარი
12 - მარიამ ქვრივიშვილი
13 - ანრი ოხანაშვილი
14 - ნიკოლოზ სამხარაძე
15 - ეკა ჭიჭინაძე
16 - შოთა ბერეკაშვილი
17 - ლევან მახაშვილი
18 - მიხეილ ყაველაშვილი
19 - გიორგი გაბუნია
20 - ლიკა შარტავა