ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში
გაემგზავრა.
მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური
ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით
მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური
ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის
შეხვედრებს გამართავს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.