ახალი ამბები
ვაკის პარკში უკრაინის დროშა ბორჯომელმა ვასილ გოგალაძემ ჩამოხია
ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც
გუშინ, 7 მაისს, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა ჩამოხია და
დახია.
აღნიშნული პირი ბორჯომელი ვასილ
გოგალაძეა. კაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო თავად გაავრცელა, თუმცა ის ამ
დროისთვის აღარ იძებნება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, აღნიშნული
პირი "ალტ-ინფოს" წევრი, ვასილ გოგალაძეა, რომელიც პრორუსულ და
ანტიუკრაინულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის გამოკითხვაზე,
ჯერ არ დაუბარებია.
გოგალაძე სხვებსაც მოუწოდებდა, რომ უკრაინის დროშები თავადაც
ჩამოეხიათ. 2018 წელს გოგალაძე მაშინდელი სახალხო დამცველის, ნინო
ლომჯარიას გინების გამო დააკავეს.
გააზიარეთ :