ახალი ამბები
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადება
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) მხრიდან, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია „ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას. კომპანია, მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მსგავსი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაარეპორტონ ანგარიში.


"ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) მხრიდან, სამწუხაროდ, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია „ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას. აღნიშნული ქმედება აზარალებს როგორც მომხმარებლებს, ასევე აზიანებს კომპანიის რეპუტაციას.

ჩვენი არაერთი მცდელობის - ყალბი ინფორმაციის და ვიდეოების დარეპორტების მიუხედავად, აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში და პლატფორმაზე უწყვეტად ვრცელდება, ასევე იცვლის გავრცელების წყაროს, რაც ართულებს ჩვენი რესურსით მასთან ბრძოლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარა თაღლითობის შემცველი ფაქტების გამოძიების მიზნით, ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს პროკურატურას. თუმცა, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების და მათი მფლობელების იდენტიფიცირებამდე, ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ არ მოტყუვდნენ და არ ენდონ მსგავსი ტიპის შეთავაზებებს.

იყავით ყურადღებით და გთხოვთ, მსგავსი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაარეპორტეთ ანგარიში"
- აღნიშნულია განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული
პარკის დირექტორმა საკრებულოს სხდომაზე სეზონი შეაჯამა.
15:31 / 22.09.2023
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის დირექტორმა საკრებულოს სხდომაზე სეზონი შეაჯამა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის
ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.
15:17 / 22.09.2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლები 4 სექტემბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და
ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის
კონტროლს ახორციელებენ.
12:59 / 22.09.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 4 სექტემბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
საქართველოს გენერალურმა
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისთვის“, „ქურდული სამყაროს“
წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და
,,კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის
ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა.
09:44 / 22.09.2023
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისთვის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6879 ლარი გახდა.
16:19 / 21.09.2023
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
ახალი სასწავლო წელი სკოლებში - რეაბილიტირებული მეოთხე საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.