ახალი ამბები
სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომაზე არ უშვებენ
სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებენ. „ქართული ოცნებას" სურს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყება.

„არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ კომიტეტის სხდომაზე ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ. ეს არის რუსული კანონი. ის არ უნდა იყოს მიღებული და ყველა დეპუტატმა, რომელიც მას მხარს დაუჭერს, უნდა იცოდეს, რომ პერსონალურად დაეკისრება პასუხისმგებლობა", - თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა გურო იმნაძე ამბობს: „გამჭვირვალობის პრობლემა ერთადერთი თუ ვინმეს აქვს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით იშენებს საკუთარ პირად ცხოვრებას. როდესაც ჩვენ ამაზე კრიტიკულად ვსაუბრობთ, სწორედ, ამ კრიტიკის მოსმენა არ უნდა ხელისუფლებას. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ დავსწრებოდით კომიტეტის სხდომას..."

საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები გაერთიანებული სხდომის დაწყებას ვერ ახერხებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს!", „არა პუტინისტებს!"

ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი მანდატურებმა იძულებით გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან. ამ წუთას ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში მაგიდები გადაყირავებულია.

საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვას, რომელიც კომიტეტის სხდომაზე უნდა დაიწყოს.

პარლამენტში ისმის სკანდირება "არა რუსულ კანონს!", "მონებო!", "აღარ მოღალატეებს!"

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".



წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომში ზაფხულის სეზონის
დაწყებასთან ერთად, ქალაქში მანქანების რაოდენობაც იმატებს, რაც
საპარკინგე ადგილების სრულ ათვისებას იწვევს. ქალაქის მასშტაბით
რამდენიმე საპარკინგე ადგილია, სადაც მანაქანის გაჩერება
უფასოა.
14:49 / 08.06.2023
ბორჯომში ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, ქალაქში მანქანების რაოდენობაც იმატებს, რაც საპარკინგე ადგილების სრულ ათვისებას იწვევს. ქალაქის მასშტაბით რამდენიმე საპარკინგე ადგილია, სადაც მანაქანის გაჩერება უფასოა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას
ავრცელებს.
12:11 / 07.06.2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 7 ივნისს თბილისის დროით 10:24
საათზე, თიანეთთან 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა
მოხდა.
10:28 / 07.06.2023
დღეს, 7 ივნისს თბილისის დროით 10:24 საათზე, თიანეთთან 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
გუშინ, 5 ივნისს მოსულმა ძლიერმა
წვიმამ და უხვმა ნალექმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი
დააზარალა.
15:11 / 06.06.2023
გუშინ, 5 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი დააზარალა.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში
09:45 / 06.06.2023
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოსპიტლის ექიმი, ზაზა მოსეშვილი ავრცელებს.
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.