17 აპრილიდან სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება
"ხვალიდან, 17 აპრილიდან, შეზღუდვები წესდება
სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ
ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21
აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით
გადაადგილება.