ახალი ამბები
საია, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის, 2263 უბნის, შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს, რადგან, მისი თქმით, ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.


„საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება. ეს გარანტია, მათ შორის, იცავს საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიც, არის, უფლების განხორციელების ინსტრუმენტული საშუალებები: ბიულეტენი, და, საარჩევნო ყუთი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხმის მიცემის აბსოლუტური ფარულობა დაცული უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ბიულეტენის მოთავსების მომენტში.

ფარულობის პრინციპის დარღვევა, ასევე, არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, ‘მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას’. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ეს მუხლი კონვენციისა და დამატებითი ოქმების სხვა ფუნდამენტური უფლებებისგან განსხვავდება იმით, რომ, იგი აწესრიგებს მაღალი ხელშემკვრელი მხარისთვის ვალდებულებას, ჩაატაროს ისეთი არჩევნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების მიერ ნების თავისუფალ გამოხატვას.

მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ („ცესკო“) ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს. კერძოდ, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით №01-01/1607 საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა“,
- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.


მისივე თქმით, ორგანიზაციას კენჭისყრის დღეს, 589 დარღვევა აქვს დაფიქსირებული.


„ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბების და სისტემურობის გათვალისწინებით, საიამ ასევე მიმართა პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

საიას სადამკვირვებლო მისიას ჯამში წარდგენილი აქვს:

11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე;

კენჭისყრის დღეს საიას დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა;

შემაჯამებელი ოქმების ბათილობა გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია 1 ტრადიციულ უბანზე;

460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა;

349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი
იზრდება - ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 2,657 დოლარს მიაღწია,
რაც ერთწლიან პერიოდში 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის
შემთხვევაში, წლიური ზრდა 38%-ს შეადგენს, ხოლო ერთთვიან პერიოდში
გაძვირების მაჩვენებელი 2.5%-ია.
15:46 / 09.12.2024
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება - ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 2,657 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 38%-ს შეადგენს, ხოლო ერთთვიან პერიოდში გაძვირების მაჩვენებელი 2.5%-ია.
ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ
სინამდვილეში, ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია.
პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი
ვალდებულებების შესრულებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით,
აქციის მონაწილეებს რეალურად არაფერი აქვთ მოსათხოვნი.
14:16 / 09.12.2024
ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში, ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია. პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს რეალურად არაფერი აქვთ მოსათხოვნი.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული
წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აშშ-თან სავაჭრო ბრუნვა 5%-ით
შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, წელს ათ თვეში სავაჭრო
ბრუნვამ 1.73 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2023 წლის იმავე პერიოდში კი
1.82 მილიარდ დოლარს აღწევდა.
12:45 / 09.12.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აშშ-თან სავაჭრო ბრუნვა 5%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, წელს ათ თვეში სავაჭრო ბრუნვამ 1.73 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 1.82 მილიარდ დოლარს აღწევდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს
თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 54
ფაქტი გამოავლინეს.
11:18 / 09.12.2024
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს.
XI მოწვევის პარლამენტი 13 დეკემბერს
საშემოდგომო სესიას დახურავს.
10:52 / 09.12.2024
XI მოწვევის პარლამენტი 13 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.