ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ყველაზე მაღალმთიანი ზონიდან
ტაბაწყური ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფელია. დასახლება ბორჯომიდან 60 კილომეტრში და ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.








ტაბაწყური ტბაში შეჭრილი სოფელია, რომელიც ნახევარკუნძულზეა გაშენებული და იშიფრება როგორც ტბის (ტაბის) ყურე. ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეშია, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მ-ზე.



გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე. წყალი მტკნარია და მდიდარია თევზით. წყლის დონე დაბალია თებერვალში, მაღალია — ივნისში. ტაბაწყურის ტბა წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ის საკმაოდ ღრმაა– 40.2მ. გამოირჩევა ცივი წლით, თითქმის შეუძლებელია მასში ბანაობა. ის არის ტაბაწყურის მთავარი სავიზიტო ბარათი.



ტაბაწყურის თემში შემავალი 4 სოფელია: ბალანთა, მოლითი, ჭიხარულა და თავად ტაბაწყური. ბალანთის გარდა, დანარჩენ სოფლებში ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ.















თემში, მთლიანობაში 200-ზე მეტი კომლია დასახლებული. სოფელში, ყოველდღიური საქმე ბევრი აქვთ.









ტაბაწყურში ზაფხული მოკლე და გრილია. ნოემბრიდან ტერიტორია თოვლით არის დაფარული და ბორჯომიდან სოფლამდე არსებული გზა 7 თვის მაძილზე იკეტება. შესაბამისად, ადგილობრივები ამ ხნის განმავლობაში გარე სამყაროს წყდებიან და მთიდან ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. წელიწადის ყველაზე ცივი სეზონისთვის, ადგილობრივები მზადებას ადრიანად იწყებენ.









სოფელი მცირემიწიანია და მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის ნორმალურად აღებას ვერ ახერხებს. აქ განვითარებულია მეცხოველეობა.





მიუხედავად იმისა, რომ ტაბაწყურში ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის, ბოლო პერიოდში, მაღალამთიან ზონაში გამოჩნდნენ ვიზიტორებიც, რაც ადგილობრივებს უჩენს მოლოდინს, რომ ტაბაწყური ოდესღაც ტურისტული ზონა გახდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში





„ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია, ვიზიტორების რაოდენობა
შემცირდა, გაგვიუქმდა ჯავშნები, ძირითადად ევროპელმა ვიზიტორებმა
გადაიფიქრეს ჩამოსვლა.
14:26 / 20.12.2024





„ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია, ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა, გაგვიუქმდა ჯავშნები, ძირითადად ევროპელმა ვიზიტორებმა გადაიფიქრეს ჩამოსვლა.
„საბჭოთა კავშირის დაშლის
შემდეგ რაც გზები გაიხსნა, მას შემდეგ დავიწყე პროდუქციის ექსპორტი
ევროპაში.
16:30 / 31.10.2024
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რაც გზები გაიხსნა, მას შემდეგ დავიწყე პროდუქციის ექსპორტი ევროპაში.
„რეგიონში არის ორი ტიპის
დეზინფორმაცია. ერთი, როდესაც კონკრეტული დეზინფორმაცია გათვლილია
ადგილობრივ მოსახლეობაზე და მეორე არის საერთო პროპაგანდა, ანუ, უფრო
გლობალური დეზინფორმაცია“ - გვპასუხობს ონლაინ გამოცემა
Jnews.ge-ს მთავარი რედაქტორი რიმა
ღარიბიანი.
15:09 / 20.08.2024
„რეგიონში არის ორი ტიპის დეზინფორმაცია. ერთი, როდესაც კონკრეტული დეზინფორმაცია გათვლილია ადგილობრივ მოსახლეობაზე და მეორე არის საერთო პროპაგანდა, ანუ, უფრო გლობალური დეზინფორმაცია“ - გვპასუხობს ონლაინ გამოცემა Jnews.ge-ს მთავარი რედაქტორი რიმა ღარიბიანი.
„ჯავახეთში დიდია
გავლენა რუსეთის საინფორმაციო წყაროების, ადგილობრივებს რუსეთთან აქვთ
ეკონომიკური კავშირი,
10:09 / 29.06.2024
„ჯავახეთში დიდია გავლენა რუსეთის საინფორმაციო წყაროების, ადგილობრივებს რუსეთთან აქვთ ეკონომიკური კავშირი,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.