რას ამბობენ ხავსმოდებული ნანგრევები
ეს ფოტოები, ვარდგინეთში, წმ.გიორგის
სახელობის ეკლესიის მახლობლადაა გადაღებული. ფოტოები ტელევიზიაში
ადგილობრივმა ნინო გელაშვილმა გამოგვიგზავნა.
,, ჩვენთან არის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, ის ძალიან ძველია. ამ
ეკლესიასთან ახლოს არის ნანგრევები, რომელიც უფრო გალავანს უფრო
ჰგავს. ჯერ კიდევ ჩანს თაღები და ოთახების მოყვანილობა. როგორც
ბაბუასგან მსმენია, აქ სავარაუდოდ ბერები ცხოვრობდენ, ძალიან მინდა ეს
ადგილი არქეოლოგებმა შეისწავლონ, ვფიქრობ საინტერესო მასალას იპოვიან"
- გვწერს ნინო.
ეკლესიის შესახებ ინტერნეტში მასალები თითქმის არ მოიპოვება. ძალიან
მწირი მასალაა დაცული ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სადაც
ვკითხულობთ:
,, წმ გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ვარდგინეთის
ჩრდილო-დასავლეთით, სოფლიდან 2 კმ-ში. ესაა გვიანი შუასაუკუნეების
ძეგლი. ეკლესია დარბაზულია , ნაშენია მომწვანო ფერის , სხვადსხვა
ზომის ქვებით. ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული თაღია, ცენტრში
სარკმელით, სარკმლის ზედა ნახევრის დონეზე კედელი მორღვეულია, ცენტრში
ტრაპეზის ქვაა. ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთის ფასადია შემორჩენილი,
დანარჩენი დაფრულია ფერდობიდან მოზღვავებული მიწით. "
მიწითაა დაფარული ნანგრევებიც, სადაც შემორჩენილია ქვევრების
ნარჩენები.
,, ტაძრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრითაა დაშორებული ეს ნანგრევები,
აქ არის ქვევრების ნარჩენები, ეს ქვევრები მოცულობით ისე დიდია, რომ
ადრე შიგ ძროხა ჩავარდნილა, ფეხზე იდგა და მთლიანად იყო ქვევრში
ჩამალულიო, ესეც ბაბუასგან გამიგონიაო - გვიამბობს ნინო.
ეს ნანგრევები დღემდე არავის შეუსწავლია. თუმცა, თუკი არქეოლოგები
დაინტერესდებიან, შესაძლოა ჩვენი ტაძრების ისტორიას ვარდგინეთიდან
ძალიან საინტერესო მასალა შეემატოს.
გააზიარეთ :