საზოგადოება
"ფელამუშის" სეზონი - როგორ მოვამზადოთ
აღმოსავლეთ საქართველოში ბადაგისაგან თათარას ამზადებენ, ხოლო დასავლეთში ფელამუშს. განსხვავება მხოლოდ ფქვილია: აღმოსავლეთში ბადაგს პურის ფქვილს უმატებენ, ხოლო დასავლეთში სიმინდის ფქვილს. ფელამუშის გაკეთება ასევე შესაძლებელია სიმინდისა და პურის ფქვილის თანაბარი ნაზავისგანაც.


1 ლიტრი ბადაგი

160 გრამი სიმინდის ფქვილი

40 გრამი პურის ფქვილი

2 ს/კ შაქარი (საჭიროებისამებრ)

ნიგოზი მოსართავად




მომზადების საფეხურები


1. ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით ჩაუმატეთ ბადაგის ნახევარი და თან ხის კოვზით მუდმივად ურიეთ. შემდეგ კი გამოიყენეთ ხელის ბლენდერი, ერთგვაროვანი მასის მისაღებად.


2. დარჩენილი ბადაგი თუჯის ქვაბში ჩაასხით. თანდათანობით ჩაუმატეთ ფქვილიანი მასა და კარგად შეურიეთ. დადგით მაღალ ცეცხლზე, წამოადუღეთ და მუდმივად ურიეთ. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ კიდევ 8-10 წუთით. ამ დროის განმავლობაში ფელამუში უნდა გასქელდეს. გასინჯეთ, რომ ფქვილის გემო არ დაჰკრავდეს.


3. მომზადებული ფელამუში გადმოდგით ცეცხლიდან და თეფშებზე მაშინვე გადაანაწილეთ. სურვილისამებრ, გააფორმეთ ნიგვზის ლებნებით და გემრიელად მიირთვით!
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.