ახალი ამბები
„სამყარო გაძლევთ შანსს, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ“ - ნახეთ იღბლიანების სია
მწვანე ხის დრაკონი არაერთ ადამიანს წარმატებასა და აღიარებას ჰპირდება. მისთვის ერთგულება, შრომისმოყვარეობა და სიმტკიცე ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია და ამიტომაც, თუკი რაიმეს წამოწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გინდოდათ და წინა წლებში ვერ ბედავდით, ახლა დროა, ყველა მასშტაბური გეგმა და სურვილი განახორციელოთ.

ვირთხა

დაბადების წელი: 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020


2024 წელი ვირთხის წელში დაბადებული ადამიანებისათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული პერიოდი იქნება. წარმატებასა და პროგრესს ყველა მიმართულებით იგრძნობთ - იქნება ეს საქმიანი, თუ პირადი ურთიერთობები. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, "ბედნიერი ცხოვრების ოქროს ბილეთს" შურიანი ადამიანები ვერ შეეგუონ და თქვენ წინააღმდეგ შეთქმულება და ინტრიგები ააგორონ. ნუ ინერვიულებთ, სიმტკიცე, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც თქვენ გინდათ და არა - სხვას. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. წინ საინტერესო და არაერთი შესაძლებლობით სავსე პერიოდია!


მაიმუნი

დაბადების წელი: 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016


აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მაიმუნი ყველაზე მხიარული, სხარტი და გამჭრიახი ნიშანია. 2024 წელს მაიმუნის წელში დაბადებულ ადამიანებს კარიერული ზრდა, ურთიერთობებში ახალი საფეხური, მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა, დიდი სიხარული, ფინანსური კეთილდღეობა და ბედნიერება ელის. ეს წელი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი ოცნების საქმეს მიაგნოთ, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ. სიყვარულში გამოუტყდეთ საყვარელ ადამიანებს, საბოლოოდ თქვათ უარი წარსულის ნეგატიურ გამოცდილებებზე და დრო მხოლოდ სიახლეებს დაუთმოთ.


ვეფხვი

დაბადების წელი: 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022


როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წელს დიდი ფინანსური წარმატება გელით, რაც შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად მოხდეს. თამამად დაისახეთ მასშტაბური გეგმები. 2024 წლის მთავარი სიმბოლო დაგეხმარებათ, რომ თქვენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა სრულად დაფასდეს და მიაღწიოთ იმას, რაზეც ოცნებობდით. ეს წელი თქვენთვის ოცნებებისა და მიზნების განხორციელების პერიოდია. იყავით უშიშარი და შრომისმოყვარე. ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ!


წყარო: https://primetime.ge/
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.