19 თებერვალს, ბაკურიანში, მსოფლიო
ჩემოიონატის საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპები ოფიციალურად იღებს
სტარტს:
პარალელური გიგანტური სლალომი
12:00-13:20 - ფინალური შეჯიბრები - დიდველის საშეჯიბრო
ტრასა
არეალსი
14:30-15:30 - გუნდური ფინალური შეჯიბრები - კოხტას
მთა
დღეს, ბაკურიანში, ფრისტაილის,
სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო.
საქართველო ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატს პირველად
მასპინძლობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა მსოფლიო
ჩემპიონატისათვის, რომელიც 18 თებერვალს გაიხსნება და 5 მარტამდე
გაგრძელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ბაკურიანის მსოფლიო
ჩემპიონატის სათანადო ორგანიზებისთვის უწყებათაშორის შეხვედრაში მიიღო
მონაწილეობა.
საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის
XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის
ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა
ფრიული, ვენეცია, ჯულიას (იტალია)
რეგიონში დასრულდა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური
ფესტივალი, რომელსაც იტალია 21-28 იანვრის ჩათვლით მასპინძლობდა.
ფესტივალში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს
მონაწილეობა. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში იასპარეზა 8
სპორტსმენმა.
ჩვენი გუნდიდან დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა მოციგურავემ
კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც ევროპის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ
ფესტივალზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
დღეს ქალაქ უდინეში გაიმართა
აღნიშნული ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია, რომელსაც
ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, სეოკ-ის
პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, ,,ბაკურიანი 2025’’-ის
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, გენერალური
მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს
თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და საქართველოს ოლიმპიური
დელეგაციის სხვა წევრები.
დახურვის ცერემონიალზე საქართველოს
მედროშე იყო ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის
მედალოსანი, ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი.
ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC)
პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა EOC-ის დროშა გადასცა ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო,
კერძოდ ბაკურიანი 2025 წელს უმასპინძლებს.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის
ინფორმაციით, „სკი კროსის ნაკრების წევრმა, დავით თედიაშვილმა
შვეიცარიის კურორტ St. Moritz-ში , FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებაში
მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ქულები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.