ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი აირჩიეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მესამე ვადით
აირჩიეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობაზე, ლევან
კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა.
ლევან კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს. მორიგი საარჩევნო
ყრილობა 2027 წელს გაიმართება.
2016 წლიდან კობიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ
პარტიას, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.