ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით დაიკეტა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კორონა
ვირუსის გავრცელების საშიშროების თავიდან ასაცილებლად , ბორჯომის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 16 მარტის ჩათვლით დაიკეტა.
მომდევნო კვირას მუზეუმში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
მუზეუმი მუშაობას 17 მარტიდან განაახლებს.