ახალი ამბები
„ქალები თანასწორუფლებიანობის ჭრილში უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან“-სახალხო დამცველი

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს:


„8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის ისტორია ქალთა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მიღწევებს უკავშირდება, თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ქალები, თანასწორუფლებიანობის ჭრილში უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რომელთა შორის ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეული მექანიზმები დაიხვეწა და განვითარდა, გასულ ორ თვეში მომხდარი 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ოთხი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი უწყების ჩართულობას გულისხმობს, არ არის ეფექტური.

ტრაგიკულია 2019 წლის ქალთა მკვლელობის სტატისტიკა. 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 10 ოჯახური დანაშაულის ნიშნით. ხოლო 22 მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 18 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი.

სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი 2016 წლიდან აანალიზებს ქალთა გენდერული ნიშნით მომხდარ მკვლელობებს, მკვლელობის მცდელობებსა და თვითმკვლელობის შემთხვევებს. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია ცალსახად მიუთითებს, რომ პრობლემები არსებობს როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. ქალთა მკვლელობის საქმეთა ანალიზის შედეგებით ცალსახად იკვეთება, რომ ფემიციდი საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია და მნიშვნელოვანია, ქალთა მკვლელობების პრევენცია დაიწყოს ბაზისური სოციალური სერვისების მიღების ეტაპზე, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვა და განათლება.

დღეს არსებული მდგომარეობა ნათლად მიუთითებს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით ფემიციდის პრევენცია არ ხერხდება. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კრიტიკულად გააანალიზოს არსებული პრევენციის სისტემა მომხდარ ქალთა მკვლელობის საქმეებთან მიმართებაში და საკვანძო უწყებების, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით იმუშაოს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნისა და დახვეწის მიზნით.

სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში“
-ნათქვამია განცხადებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.