საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული
ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის
საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასული
2023 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146
ბავშვია, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე 113-ია.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტია
"კონსერვატიულ მოძრაობას", რომელიც საზოგადოებაში "ალტ-ინფოს" სახელით
არის ცნობილი, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის (217 482 ლარის)
გადახდა მოსთხოვა. დოკუმენტი ბიურომ 25 იანვარს გამოსცა და პარტიას
შვიდდღიანი ვადა მისცა.
დამატებით, "კონსერვატიულმა მოძრაობამ" უნდა გადაიხადოს აღსრულების
საფასური (15 224 ლარი), რაც ჯამში 233 ათას ლარამდეა. ვადის
ამოწურვის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პარტიის ანგარიშების
დაყადაღება შეეძლება.
"სრულიად უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში,
„კონსერვატიული მოძრაობის“ ანგარიშებს დაყადაღება, ხოლო ქონებას
ჩამორთმევა ემუქრება, ეს კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება -
წინასაარჩევნოდ სრულად მოხდეს „კონსერვატიული მოძრაობის“
განეიტრალება", - ამ ინფორმაციას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
ზურა მახარაძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.