სად რა შეზღუდვებია და სად არის თავისუფალი საავტომობილო მოძრაობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული
ხილვადობა) გამო,
საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.