დღეს, 3 თებერვალს, ავტობანზე, სოფელ
ჯაპანასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ორი
ადამიანი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით –
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,
რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
წყარო:
ბათუმელები