გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული
ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის
საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო
მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27-კმ158
მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია.