საზოგადოება
ცემთან მომხდარი მკვლელობის დეტალები
12 / ივნისი 2019
ცემთან მომხდარი მკვლელობის დეტალები
ცემთან, დილის 10:00 საათზე, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი მოკლულია,როგორც მისი მეუღლე ამბობს 59 წლის აკაკი პაპიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.მამაკაცი ბაკურიანისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ,სწრაფი კვების ჯიხურში მუშობდა,მეუღლემ იგი ბოლოს საღამოს ნახა,დილით კი აკაკი პაპიძე გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ ცემთან მომხდარი მკვლელობა გახსნა
12 / ივნისი 2019
შსს-მ ცემთან მომხდარი მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცემთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო

ანსამბლი "მზეშინა" და მომღერალი ოთო ჩუხრუკიძე საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე
10 / ივნისი 2019
ანსამბლი "მზეშინა" და მომღერალი ოთო ჩუხრუკიძე საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე
მგალობელ-მომღერალთა გუნდმა "მზეშინამ" და მომღერალმა ოთო ჩუხრუკიძემ, ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს.
ბორჯომის სახალხო თეატრი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება
10 / ივნისი 2019
ბორჯომის სახალხო თეატრი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება
13 ივნისს, 18:00 საათზე, ბორჯომის სახალხო თეატრი მაყურებელს სპექტაკლის პრემიერაზე ეპატიჟება. “ბინა“ -  ასე ჰქვია სპექტაკლს,რომელზეც სახალხო თეატრის 7 მსახიობი 3 თვის განმავლობაში მუშაობდა
ბორჯომში 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სამედიცინო ეტლი გადაეცა
10 / ივნისი 2019
ბორჯომში 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სამედიცინო ეტლი გადაეცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სამედიცინო ეტლი გადაეცა.ეტლების გადაცემის ინიციატივა „საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ეკუთვნის.
აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა
10 / ივნისი 2019
აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა

სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა.

უხვი ნალექი და დატბორილი ქუჩები ბორჯომში
07 / ივნისი 2019
უხვი ნალექი და დატბორილი ქუჩები ბორჯომში
ბორჯომში, დღეს, ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა .სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შენარჩუნდა.უხვმა ნალექმა ქალაქში სანიაღვრე არხების გაბიდვნა გამოიწვია.
დაკარგული მოსწავლეები ზესტაფონში იპოვეს
07 / ივნისი 2019
დაკარგული მოსწავლეები ზესტაფონში იპოვეს

დაკარგული მოსწავლეები ზესტაფონში იპოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელებს მოსწავლეები,ბორჯომში მოჰყავთ.

გავრცელებული ინფორმაციით დაკარგული მოსწავლეები ბოლოს ზესტაფონში დააფიქსირეს
06 / ივნისი 2019
გავრცელებული ინფორმაციით დაკარგული მოსწავლეები ბოლოს ზესტაფონში დააფიქსირეს

გავრცელდა ინფორმაცია,რომ დაკარგული მოსწავლეები ბოლოს ზესტაფონში ავტობუსიდან ჩამოსვლისას დააფიქსირეს.

დაკარგულ მოსწავლეებს ბორჯომში ამ დრომდე ეძებენ
06 / ივნისი 2019
დაკარგულ მოსწავლეებს ბორჯომში ამ დრომდე ეძებენ

22:00 საათის მდგომარეობით,დაკარგული მოსწავლეების ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.ამ დროის მანძილზე რამდენიმე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მოსწავლეების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით,თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მოსწავლეები ჯერ არ უპოვიათ და  მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.ამ დროისთვის მშობლები,მასწავლებლები და დაკარგული მოსწავლეების მეგობრები ქალაქის ცენტრში პოლიციასთან არიან შეკრებილი და ახალ ამბებს ელიან. აქ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური რამდენჯერმე გამოიძახეს.

შეგახსენებთ,რომ მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან. გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში,გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
"პოლიციამ, ბორჯომში, 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.