გავრცელდა ინფორმაცია,რომ დაკარგული მოსწავლეები ბოლოს ზესტაფონში
ავტობუსიდან ჩამოსვლისას დააფიქსირეს.
ამ დროის მანძილზე რამდენიმე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მოსწავლეების
ადგილსამყოფელთან დაკავშირებით,თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში
აცხადებენ,რომ მოსწავლეები ჯერ არ უპოვიათ და მიმდინარეობს
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
შეგახსენებთ,რომ მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე
მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ
შენობაში,გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური
იპოვეს.
"პოლიციამ, ბორჯომში, 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ
ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები
დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც
თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს
საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები"- ნათქვამია შინაგან
საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.