დაკარგული მოსწავლეები ზესტაფონში იპოვეს.შინაგან საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენელებს მოსწავლეები,ბორჯომში მოჰყავთ.
მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ,მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ
ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,
ნათქვამია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო
ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებული
არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში
იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ
ემუქრება.პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან
ოჯახებში დააბრუნა.არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს".
შეგახსენებთ,რომ მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე
მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.