22:00 საათის მდგომარეობით,დაკარგული მოსწავლეების ადგილსამყოფელი
კვლავ უცნობია.ამ დროის მანძილზე რამდენიმე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
მოსწავლეების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით,თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტროში აცხადებენ,რომ მოსწავლეები ჯერ არ უპოვიათ და
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.ამ დროისთვის
მშობლები,მასწავლებლები და დაკარგული მოსწავლეების მეგობრები ქალაქის
ცენტრში პოლიციასთან არიან შეკრებილი და ახალ ამბებს ელიან. აქ
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური რამდენჯერმე
გამოიძახეს.
შეგახსენებთ,რომ მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე
მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ
შენობაში,გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური
იპოვეს.
"პოლიციამ, ბორჯომში, 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ
ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები
დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც
თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს
საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები"- ნათქვამია შინაგან
საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.